Digest Logo

🎥 რატომ იქცა 11 ნოემბერი შოპინგის მსოფლიო დღედ - როგორ შევიძინოთ სასურველი ნივთები ხელმისაწვდომ ფასად

1794377125
შოპინგიშოპინგი

11 ნოემბერს მსოფლიო შოპინგის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი მილიონობით ადამიანისთვის ფასდაკლებებთან და სასურველი ნივთების შეძენასთან ასოცირდება, თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავდაპირველად მისი ისტორია შოპინგით სულაც არ დაწყებულა. 

1993 წელს ჩინეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 ნოემბერი მარტოხელა ადამიანების დღედ შეარჩიეს და მიზეზი საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან ამ დღეს ოთხი ერთიანი იყრის თავს, 11-ე თვე და რიცხვი. 

თინეიჯერების თქმით, რიცხვების ეს კომბინაცია მარტოხელებს ყველაზე კარგად განასახიერებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ამ დღეს საკუთარი თავებისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ.

სიტუაცია 2009 წელს რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ცნობილმა ონლაინ შოპინგის პლატფორმამ სახელწოდებით „ალიბაბა“ აღნიშნული თარიღის კომერციული პოტენციალი დაინახა და 11 ნოემბერი ონლაინ გაყიდვებისა და ფასდაკლებების თარიღადაც აქცია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაფერი ჩახუტებით, კოცნით და კეთილი დამოკიდებულებით მოვაგვაროთ“ - თაკო მელიქიშვილი 11 ნოემბრის ენერგიებზე

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 2027 წელს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 11 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕