Digest Logo

🎥 რა ასაკში უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი? - ექიმის რჩევები

1721887568
ნინო ლომთაძე

ენდოკრინოლოგი, ნინო ლომთაძე სტუმრად გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში იმყოფებოდა, სადაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებზე და ამასთანავე მასთან დაკავშირებულ გამოკვლევებზე ისაუბრა.

როგორც ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, პროფილაქტიკური გამოკვლევების საშუალებით ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ მათ მწვავე გამოვლენამდე შეიძლება აღმოვაჩინოთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია პუბერტატის ასაკი, როდესაც ადამიანი იწყებს სქესობრივ მომწიფებას. ზუსტად ამ პერიოდში იწყება ჰორმონალური შტორმი, როგორც გოგონებში ისე ვაჟებში. ჰორმონალური შტურმი უფრო ადრე იწყება ვიდრე ვაჟებში. გოგონებში დაახლოებით 8-12 წლამდე, ვაჟებში 10-12-13 წლამდე. სასურველია, გარდატეხის ასაკში მყოფმა მოზარდებმა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გამოიკვლიონ“, - აღნიშნა ნინო ლომთაძემ.

როდის არის აუცილებელი გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება?

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕28 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - ამინდის პროგნოზი

⭕25 ივლისი ლეგენდარული ინოლა გურგულიას დაბადების დღეა