Digest Logo

🎥 რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს - იურისტის განმარტება და რჩევები!

1773315240
თამარ კერძაია

რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იურისტი თამარ კერძაია საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„არის ძალადობის რაღაც ფორმები, სადაც შეიძლება მოძალადეც ფიქრობდეს, ეს არ არის ძალადობა. 

როდესაც ქალს აქვს მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ეს სამსახურშიც უშლის ხელს. მაგ; თუ მივლინებაშია წასასვლელი ვერ მიდის, ასევე ვერ მუშაობს ზეგანაკვეთურ სამსახურში. სამსახურის მხრიდანაც, როდესაც დაწინაურების საკითხი ან ხელფასის მატება იქნება შესაძლებელი, ამ გარემოებას ითვალისწინებენ, ეს კი გახლავთ ეკონომიკური ძალადობა. 

ეკონომიკური ძალადობაა ასევე, როდესაც ოჯახში შემომტანი მამაკაცია, ქალი კი დაკავებული ოჯახური საქმიანობით, ამ დროს კი კაცი ავალდებულებს გარკვეული საქმის გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეუზღუდავს ფინანსებს ან სახლიდან გაგდებით იმუქრება. ესეც არის დასჯადი და კანონით იკრძალება.

ძალადობა იწყება ის, სადაც ეს არ არის ნებაყოფლობითი“, - ამბობს კერძაია.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ქალმა თუ თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა.

„სამართლებრივი ბერკეტი იწყება - შემაკავებელი ორდერით, დამცავი ორდერი, გაძევება ოჯახიდან მოძალადის. სახლიდან გაძევება არის დროებითი ღონისძიება, როდესაც მოძალადის გაძევება ხდება იმის იმედად, რომ გააცნობიერებს შექმნილ სიტუაციას და სახლში შეცვლილი დაბრუნდება“, - ამბობს იურისტი, თამარ კერძაია.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 12 მარტს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

⭕აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს

⭕რატომ გადადო დუეტმა „ლეონმა“ ამერიკაში გამგზავრება - „მეორე შვილსაც მშვენივრად გავუმკლავდები და მესამესაც“