Digest Logo

„3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად“ - ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1737133082
ბექა გოჩიაშვილი

მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას ნათესავი, პატარა გოგო გარდაეცვალა, რომელიც 3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოდა.

„ალბათ მიხვდებოდით, რომ ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. თათა იყო იმ ოჯახის შვილი ვის ხელშიც ფაქტობრივად მეც და ჩემი ძმაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, თათაც ჩვენს თვალწინ იზრდებოდა. გარდა ნათელმირონული კავშირის ამ ოჯახთან, არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვახსოვს არც ერთი მომენტი მათ გარეშე. იგივე მწუხარების და ტკივილის ნაწილია ჩემი მთელი ოჯახიც.

3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად. თათას დასახმარებლად კონცერტის სახით გვერდში დამიდგნენ ჩემი უძვირფასესი მეგობრები ვისაც აქვე ვუხდი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას; თემურიკო დიასამიძე, ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე, ნიკოლოზ რაჭველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, საბა ქასრაშვილი, Cozy K, გიო კაპანაძე, ხატია ქორიძე, ლუკა თოფურია და ზაქარია ჭელიძე.
ერთი რამე დაგვრჩენია ყველას, აქ დატოვებული დიდი ტკივილის გამტარებლებს, რომ თათას შვებამ გაგვაძლიეროს და მისი ფიზიკურად დანაკლისი სულიერად შევივსოთ“, - წერს ბექა გოჩიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს

„მეოთხე პრიზი, რომლის მფლობელიც ახლა საავადმყოფოშიაო, ისმის ხმა ჩემი უფროსის - ვჩუქნით ს ა ხ ლ ს !“ - მაგდა გოგებაშვილის ზღაპრული ისტორია

„დაელოდეთ საოცარ ამბავს...“ - სალომე ტეტიაშვილი მუსიკას უბრუნდება