Digest Logo

🎥 რა გავლენას ახდენს მიკრო-პლასტმასა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობის რომელი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს - ტოქსიკოლოგის რეკომენდაციები

1751014650
 ეკა ქურდაძე

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ მიკრო-პლასტმასს ადამიანის ორგანიზმში შეღწევა შეუძლია, თუმცა აქამდე არ ჰქონდათ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ აისახებოდა პლასტმასის პატარა ნაწილაკების არსებობა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ახალი კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ თუ ინდივიდს გულში მიკრო-პლასტმასის ნაწილაკები აქვს, ეს გულის შეტევის, ინსულტისა და გარდაცვალების მაღალ რისკებს უკავშირდება. 

რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე მიკრო-პლასტმასა და ჯანმრთელობის რომელი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:

„პლასტმასა ძალიან საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის, რადგან არ იშლება და ის ხანგრძლივად რჩება. მიკრო-პლასტმასა ძალიან პატარა ნაწილაკებია, სხვადასხვა ვიზუალი აქვს, ზოგიერთი ნაწილი თვალით ხილულიც შეიძლება იყოს, მაგრამ უმეტესი ნაწილი მიკროსკოპითაც არ ჩანს იმდენად მცირეა და გაცილებით უფრო საშიშია, რადგან ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოში აღწევს. 

ბუნებრივია, საკვებით და სითხით მოხვედრილი უფრო მეტად პრობლემური იქნება, ჩვენი დამცავი ბარიერისთვის, ანუ ტვინისთვის. ჩვენი ორგანიზმი თავს იცავს, რომ არ გაატაროს მავნე ნივთიერებები. 

ბოლო კვლევებით, ალცჰაიმერის დაავადება და პარკინსონიზმიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ მიკრო-ნაწილაკებს. რამდენიმე წელია ვიცით, რომ შუშა უფრო საიმედოა“, - ამბობს ეკა ქურდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვგიჟდები შენ ტანზე, საოცარ ფორმაში ხარ“ - როგორ ვარჯიშობს სალომე ჭაჭუა

🎥 რა ფერები არ უნდა ჩაიცვათ ახალ წელს არავითარ შემთხვევაში - ტაროლოგის რეკომენდაციები

🎥 „მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერეთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას“ - ზურა ხაჩიძე