ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას საბავშვო საკვებში - ტკბილ იოგურტებსა და ჯემებში არსებულ ინგრედიენტებზე წერს. მისი თქმით, უმეტეს შეფუთულ საბავშვო საკვებსა და ჯემებში გვხვდება, დამატებული შაქარი ან ხილის კონცენტრატი, რომელიც ორგანიზმში შაქარივით მოქმედებს.
„რა არის სინამდვილეში უმეტეს შეფუთულ საბავშვო საკვებში, ტკბილ იოგურტებსა და ჯემებში. ბევრი ასეთი პროდუქტი იყიდება სახელებით.
„ბავშვებისთვის უსაფრთხო“
„ბუნებრივი“
„ხილზე დაფუძნებული“
მაგრამ თუ ინგრედიენტების სიას და ბავშვის ფიზიოლოგიას ყურადღებით დავაკვირდებით, სურათი სრულიად სხვანაირია.
უმეტეს შეფუთულ საბავშვო საკვებსა და ჯემებში გვხვდება, დამატებული შაქარი ან ხილის კონცენტრატი, რომელიც ორგანიზმში შაქარივით მოქმედებს.
მაღალი გლიკემიური ნახშირწყლები, რომლებიც ინსულინს სწრაფად ზრდის. თერმულად დამუშავებული ხილი, სადაც ბოჭკოები და ფერმენტები თითქმის განადგურებულია. „ბუნებრივი“ არომატიზატობი, რომლებიც ტვინს ტკბილ გემოზე აჩვევს. კონსერვანტები, რათა პროდუქტი დიდხანს შეინახონ.
ტკბილი იოგურტები ხშირად შეიცავს შაქარს უფრო მეტს, ვიდრე ცილას. რძის ფხვნილს და სახამებელს ნამდვილი ფერმენტაციის ნაცვლად. ძალიან მცირე რაოდენობის ცოცხალ პრობიოტიკებს დამუშავების შემდეგ. არომატებს, რომლებიც მიზნად ისახავს მეტ ჭამას და არა უკეთეს კვებას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვილებისთვის, ჩვილის ნაწლავები ჯერ კიდევ ყალიბდება. მიკრობიომი ამ ეტაპზე „პროგრამირდება“ მთელი ცხოვრებისათვის.
ადრეულ ასაკში შაქრისა და ძლიერ დამუშავებული საკვების მიღებამ შეიძლება, დაარღვიოს ნაწლავის ბაქტერიების ბალანსი. ზედმეტად დატვირთოს ინსულინის სისტემა. გემოვნების რეცეპტორები ტკბილზე დამოკიდებული გახადოს
გაზრდოს მომავალში სიმსუქნის, ცხიმოვანი ღვიძლისა და მეტაბოლური პრობლემების რისკი.
ბავშვს ზრდისთვის ტკბილი საკვები არ სჭირდება, მას სჭირდება:
ნამდვილი ტექსტურა
ბუნებრივი ცხიმები
მარტივი ცილები
მინიმალურად დამუშავებული საკვები.
ორგანიზმი სწავლობს იმ საკვებიდან, რომელსაც პირველად იღებს, ეს არ არის შიშის დათესვა და არც მშობლების დადანაშაულება ეს არის გაგება იმისა, რომ მარკეტინგი ხმამაღალია, მაგრამ ბიოლოგია გულწრფელი“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის შეფასების, დაგეგმვისა და მოთმინების დღე“ - 21 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი