
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - „ღამე ფეხის სპაზმი - ფეხის კუნთის ძლიერი ტკივილი მიზეზები და მკურნალობა.“
იგი აღნიშნული თემის შესახებ საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
„ღამე ფეხის სპაზმი, ერთხელ მაინც ყველა ადამიანს გამოუცდია. ფეხის გაკავება უსიამოვნო, უეცარი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს კანჭის კუნთების მიდამოს ძლიერი ტკივილი.
კუნთის სპაზმის განვითარების მიზეზი ბევრია. ღამით ფეხის გაკავება შესაძლოა, იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი.
ეს შემთხვევა ხშირია ორსულებში, თითქმის 50% ორსულების ბოლო კვირაში 2-ჯერ მაინც განიცდის ამ სპაზმს, რაც ნორმად მიიჩნევა.
თუ ადამიანი არ არის ორსული, ამას იწვევს დაღლილობა, ფიზიკური აქტივობა, ასაკი, გარკვეული წამლები (წნევის ყველაზე მეტად).
კვირაში ერთხელ თუ გაქვთ ფეხების სპაზმი ეს ნორმაა, მაგრამ თუ ადამიანს დღის განმავლობაში აქვს დაბუჟების შეგრძნება ფეხებში, მგრძნობელობის დაკარგვა, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ან ვერ დადიხართ კარგად ამ დროს გჭირდებათ დამატებითი კვლევები“, - ამბობს კოტე თოდუა.
იგი გვირჩევს მივიღით ვიტამინები, როგორიც არის მაგნიუმი, b 12, მაგნეზიუმის.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
🎥 „დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - ნახეთ, როგორ ერთობა ბუდუ ზივზივაძე შვილთან ერთად