ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხშირ შარდვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს:
„ღამე მოხუც ადამიანებს ხშირად აქვთ შარდვის პრობლემა, ვერ იკავებენ შარდს, ეს ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს. მსგავსი პრობლემა ახალგაზრდებშიც გვხვდება და წამალი ყოველთვის ვერ გეხმარებათ. ამასთან, პრობლემას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ეს შეიძლება დიაბეტის ნიშნად იყოს. სისხლში ზედმეტი შაქარი ჰორმონების მუშაობას ბლოკავს, რის შედეგად შარდის ბუშტი ვეღარ იკავებს შარდს და ჩნდება ხშირი შარდვა.
ჩვენი სხეული ზედმეტ შაქარს არ საჭიროებს, ამიტომ ორგანიზმი მოითხოვს ბევრ წყალს, სასურველია არა ცივი, არამედ ოთახის ტემპერატურის. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი პრედიაბეტურ მდგომარეობაშია ისე, რომ ამის შესახებ არ იცის. შედეგად ჩნდება სახისა და თვალების შეშუპება, შუპდება ფეხებიც. თირკმელები ამ დროს ვერ მუშაობენ სრულფასოვნად და იზრდება ინფექციების რისკი. კაცებში ეს იწვევს საშარდე გზების პრობლემებს. შარდვის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს ინსულინის დისბალანსით, რომელიც კვებას უკავშირდება. თუ ინსულინის პრობლემას გამოასწორებთ, შარდვის პრობლემაც უმეტესად მოგვარდება.
პირველ რიგში, რაციონიდან ამოიღეთ ნებისმიერი სახის შაქარი. მარკეტში პროდუქტის ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ, რამდენი შაქარია მის შემადგენლობაში, რადგან შაქარი ხორცშიც კი შეიძლება იყოს დამატებული. შეამცირეთ ნახშირწყლების მიღება და მოერიდეთ ალკოჰოლს, რომელიც განსაკუთრებით მავნებელია ორგანიზმისთვის. ეცადეთ საუზმე 11-12 საათზე მიიღოთ და არა გაღვიძებისთანავე. ასევე, სჯობს, გვიან აღარ მიირთვათ საკვები“, - ამბობს ვიდეოში არუნ ხათრი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები...“ - ნინო ჩხეიძის ულამაზესი ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები