Digest Logo

„პავლე მოციქულმა სწორედ შეუქმნელ ენერგიებში იხილა უფალი, როგორც მოციქულებმა თაბორის მთაზე...“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

1762956094
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

- „მე ხომ არ ვყოფილვარ თაბორის მთაზე?“
- „მე ხომ არ მინახავს ფერიცვალება უფლისა თაბორის მთაზე?“
- „მე ხომ ქრისტეს მოციქული არ ვყოფილვარ?“

პეტრე მეუბნება - „ველაპარაკები იმას, ვინც ჩემსავით მიიღო“,
ანუ, მე მაქვს შესაძლებლობა, მასავით მივიღო.

- პავლე მოციქულმა როგორ მიიღო?! - პავლე მოციქულმა სწორედ შეუქმნელ ენერგიებში იხილა უფალი,
როგორც მოციქულებმა თაბორის მთაზე,
როცა ჩვენს გულს შეეხო უფალი,
და გულმა თქვა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი - მორჩა!
იმ წამიდან მისი მიმდევარი ვხდები!
ანუ, ჩვენს გულს შეეხო ნათელი,
რა თქმა უნდა, ზუსტად ის ნათელი, რაც პეტრე მოციქულმა იხილა თაბორის მთაზე,
ოღონდ მცირე, რაოდენობრივი მაჩვენებლით“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცრად გამოიყურები...“ - ნინო ჩხეიძის ულამაზესი ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები

⭕„ჩემი ქუჩა და ჩემი პატარაობა გაუფერულდა...საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის...“ - სანდრო ელოშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

⭕„ინფექციისას ორგანიზმი კარგავს სითხეს, მინერალებს და კარგ ბაქტერიებს“ - მამუკა რაშოიანის რჩევები, სასარგებლო და არასასურველი პროდუქტებზე