Digest Logo

🎥 რატომ უნდა ვწეროთ ხელით? რა დანიშნულება აქვს დღეს მართლწერას

1730180751
ხელით წერა

ნებისმიერი საწერი მოწყობილობა, რომელიც არ არის ელექტრონული და ვიყენებთ ფურცელს, გულისხმობს ხელით წერას. როდესაც ვიყენებთ პლანშეტს, კლავიატურას, ტელეფონს - ეს არის ბეჭდვა. 

არსებობს კვლევები, რის მიხედვითაც უმჯობესია ხელით წერა. რაზე მოქმედებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რომ ჩვენი მეხსიერება გაუმჯობესდეს, ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს.

მარსელში, ნეირომეცნიერების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგები ასეთია: ხელით წერა კლავიატურის გამოყენების ნაცვლად, აუმჯობესებს სწავლის ხარისხს და მეხსიერებას. ასოების ყურადღებით ფორმირება აუმჯობესებს დასწავლის პროცესს. 

„ადამიანის მოტორული სფერო ორ ნაწილად იყოფა, დიდი და მცირე ნატიფი მოტორიკა. ნატიფი მოტორიკის განვითარება საკმაოდ რთულად და ნელა ხდება. რა შუაშია ამის განვითარებასთან ხელით წერა? როცა ადამიანი წერს, აქტიურდება მოტორიკის ცენტრი გონებაში, რაც მეტყველების, ნებისყოფის, წერა-კითხვის ცენტრებს აუმჯობესებს, ააქტიურებს. დღესდღეობით, სამეტყველო დარღვევების შემთხვევაში, ვიწყებთ ხელის მოტორიკის განვითარებას“, - ამბობს თამარ ადამია ფსიქოლოგი და მასწავლებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინც გზაზე გადაგეღობებათ, ნამდვილად არ გაუმართლებს, რადგან ის ენერგია რაც გაქვთ, დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ“ - 29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 მითია თუ რეალობა, რომ ახალგაზრდა ასაკში გაჩენილი ჭაღარა სუსტი ნერვული სისტემის ბრალია?

29 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით