
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით - „თუ ყოველ დღე ცივ შხაპს მიიღებ, აი რა მოუვა შენს ორგანიზმს 30 დღეში“ და ამ თემის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:
„ცივ შხაპს ბევრი მიმდევარი ჰყავს და ხშირად ამბობენ, რომ სასარგებლოა. თუმცა, დადებით მხარეებთან ერთად, მას გარკვეული უარყოფითი ეფექტებიც აქვს.
რა შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ცივი შხაპი?
⛔ თუ ადამიანს გული აწუხებს, რაც ზრდის არითმიების რისკს. თუ ასეთ პრაქტიკას აკეთებ, მაშინ გული ძალიან ჯანსაღი უნდა გქონდეს. ასეთ დროს, ასევე არის გულის შეტევის რისკიც.
⛔ ჰიპოთერმია - ეს არის ორგანიზმის გადაციება, რომელიც ხშირად ხდება. არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ამ სიცივეს ვერ ეგუება, ზოგიერთ შემთხვევაში ამას გარემო ტემპერატურაც უწყობს ხელს. ამიტომ გადაციებამ შეიძლება გამოიწვიოს გაციება, ასევე ორგანიზმი გახდეს ვირუსული ინფექციების მიმართ შედარებით სუსტი.
⛔ ასთმა - ვინც ასთმისკენ არის მიდრეკილი, ცივი ჰაერი და წყალი მას ასტიმულირებს. ასევე იწვევს ბრონქო - სპაზმს.
⛔ იწვევს წნევის მომატებას, ვისაც მაღალი წნევა აქვს მათთვის ეს უარესია, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ მით უმეტეს თუ ასაკში ხართ.
⛔ ასევე, შეიძლება, გულის წასვლაც გამოიწვიოს. ზოგჯერ გადამეტებული კომპენსაცია ხდება. იმდენად შეიძლება მოდუნდეს ადამიანი, რომ გონება დაკარგოს. ამ დროს სისხლი აღარ ეწოდება ტვინს.
⛔ კანის გაღიზიანება და ჭინჭრის ციება იშვიათია, თუმცა შესაძლებელი.
საუკეთესო პრაქტიკა 20-30 წამით იწყება. სწორედ ამ დროის განმავლობაში უნდა ვიყოთ ცივი შხაპის ქვეშ თავდაპირველად. შემდეგ 30 წამიდან 90 წამამდე გავახანგრძლივოთ ეს პერიოდი - დღეში ერთხელ ან ორჯერ, გააჩნია ადამიანს. შესაძლებელია სრული შხაპიც მივიღოთ ცივი წყლით, თუმცა ორგანიზმი ამისთვის მზად უნდა იყოს“, - გვირჩევს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მგონია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში...“ - ჯაბა კილაძე პროფესიაზე
🎥 „არ ველოდი ამ შედეგს...“ - რას ჰყვება მეგაშოუ „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი