
„საქართველოს ხმის“ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მუსიკალური მეგაშოუს გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა. მან ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.
„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორ სიმღერა შეასრულეს.
საკითხზე სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს, სადაც გამარჯვებულმა ემოციებზე ისაუბრა:
„დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს. ძალიან ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა. რეალურად არ ველოდი ამ შედეგს, რადგან ყოველ ლაივზე იცვლებოდა შედეგები. ცოტა რთული იყო მეფიქრა, რომ გამარჯვებული ვიქნებოდი“, - აღნიშნა აჩი ჯაიანმა.
პროექტზე ისაუბრა გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ:
„ძალიან ბევრი კონკურსანტი იყო, არაჩვეულებრივი მომღერლები და ნიჭიერები. ძალიან გართულდა ყველა ეტაპზე თითოეული მათგანის გადაყვანა და გადარჩევა. შემდეგ როგორც იქნა ათეული შედგა, დაიწყო ათეულის დაშლა. არ ვიცი ჩვენმა მაყურებელმა ძალიან რთული გზა გაიარა. არ იყო ადვილი ეს ყველაფერი. ფინალისტებიც ფანტასტიკური გვყავდა და სამივემ შესანიშნავად შეასრულეს ნომრები“, - ამბობს თიკა ფაცაცია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ალერგიული დერმატიტი - როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს?! - ზაზა თელიას რჩევები
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით