რა საფრთხე შეიძლება, იმალებოდეს საახალწლო სუფრის მიღმა? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეთერში სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა ისაუბრა.
მისი თქმით, თხილეულის შეძენას თან ახლავს დიდი რისკები და მან საზოგადოებას საჭირო რჩევები გაუზიარა:
„მნიშვნელოვანია სწორი ინგრედიენტის შერჩევა, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. ჩირი ნიგოზი და თხილი, არის ის, რაც ახლა ყველას სჭირდება - ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს თხილეულის მიმართულებით ეს არის აფლატოქსინები. აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ. შესაძლოა თხილეულის არ ჰქონდეს ობი მოკიდებული, თუმცა ჰქონდეს მძაღე გემო, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის საწყისი ეტაპი, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროა. პროდუქტის ვარგისიანობას განსაზღვრას მისი შენახვაც - თუ პროდუქტს ინახავთ ისეთ ადგილას, არის სადაც მაღალი ტენიანობა და ნესტი, უფრო იზრდება ეს სოკოები“, - ამბობს ირაკლი არაბული.
იგი საზოგადოებას ურჩევს, მსგავსი პროდუქტი დაფასოებულ მდგომარეობაში შეიძინონ, თუმცა თუ ღია მდგომარეობაში შეიძინეთ თხილეულს თუ ჩირეულს, აუცილებლად დააკვირდით მას.
მან გადაცემაში ასევე თაფლთან დაკავშირებით გაუზიარა საზოგადოებას რჩევები:
„ცხელ ჩაიში მოთავსება არა მარტო თაფლის, არამედ ლიმონსაც არ არის კარგი, რადგან ამ დროს იკარგება ყველა მისი კარგი თვისება. უმჯობესია მდუღარეში არ მოათავსოთ და შეგრილებულ მდგომარეობაში მოათავსოთ ლიმონიც და თაფლიც, რათა მას შეუნარჩუნდეს ის კარგი თვისებები, რის გამოც ჩვენ მას ვიყენებთ.
თუ თაფლი ნატურალურია, ის თეფშზე დასმის დროს მალევე არ უნდა გაიშალოს თეფშზე, ასევე ყველას გვქონია ალბათ შემთხვევა, როდესაც თაფლი შაქრდება - ეს კარგია, ნიშნავს იმას, რომ ის ნატურალური თაფლია. ჩაშქარებული თაფლი კი შეგიძლიათ მოათავსოთ თბილ წყალში და გავალღოთ და დაუბრუნდება პირველად პოზიციასა“, - გვირჩევს ირაკლი არაბული.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს იყო უდიდესი სიამოვნება“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე
⭕„საქართველოს მარგალიტო“ - სოფო ბედია წინასაახალწლო კონცერტიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს