ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის იწვევს მაყურებლის ოვაციას. მან ამჯერად ტელეწამყვანის როლიც მოირგო და გადაცემა „ვინ ვინ არის“ წამყვანი გახდა, რომელსაც შესანიშნავად ართმევს თავს.
იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მან ახალი კადრები გაუზიარა გამომწერებს, რომელიც პროექტ „ვინ ვინ არის“ სცენიდან არის გადაღებული.
მაკა ზამბახიძემ თეონა ცირამუასთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შეასრულა სიმღერა და კადრებს გამომწერებს უზიარებს:
„ეს იყო უდიდესი სიამოვნება.
თეონა ცირამუასთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად სიმღერა ოცნების ახდენა იყო ვინ ვინ არის ჯადოსნულ საახალწლო ნახევარფინალში“, - წერს მაკა ზამბახიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს იყო საოცარი მოგზაურობა“ - მარიკო ებრალიძე პროექტზე „ვინ ვინ არის“
⭕„საქართველოს მარგალიტო“ - სოფო ბედია წინასაახალწლო კონცერტიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს