რა საფრთხეს შეიცავს ბავშვებისთვის ლურჯი გამოსხივება, რომელი ორგანოს დაავადებებს იწვევს და როგორ დავიცვათ პატარები ამ პრობლემისგან? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს.
„ეკრანთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ე.წ უსაფრთხო დისტანციის დაცვა, საერთაშორისო ექსპერტები გვირჩევენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი გაჯეტის ეკრანი მინიმუმ 40 სანტიმეტრით იყოს დაშორებული თვალებისგან, რათა ლურჯი გამოსხივების ინტენსივობა შევამციროთ. ოფთალმოლოგების თქმით, კი კარგი იქნება თუ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ბავშვებს შესვენებაც ექნებათ, 20 წუთში ერთხელ 10-15 წუთიანი პაუზა უნდა გავაკეთოთ. ჯობია რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს ყურადღება გარე სივრცეზე გადავატანინოთ“, - ისაუბრეს გადაცემაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი