Digest Logo

რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას

1789718908
საკვებით მოწამვლის შემთხვევაში

საკვებით გამოწვეული დაავადება არის დაავადება, რომელიც ადამიანს უვითარდება დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღების შედეგად.

კვებითი მოწამვლის სიმპტომები ხშირად მოიცავს დიარეას და ღებინებას. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში. ადამიანთა უმეტესობას აქვთ მსუბუქი სიმპტომები და მდგომარეობა უმჯობესდება მკურნალობის გარეშე.

თუმცა ზოგჯერ მოწამვლა იწვევს მძიმე ავადმყოფობას, ან გართულებებს.

სიმპტომები

სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა იწვევს დაავადებას. შეიძლება დაიწყოს რამდენიმე საათში, ან რამდენიმე კვირაში, მიზეზიდან გამომდინარე.

საერთო სიმპტომებია:

  • ღებინება;
  • დიარეა;
  • დიარეა სისხლიანი განავლით;
  • კუჭის ტკივილი და კრუნჩხვები;
  • ცხელება;
  • თავის ტკივილი.
  • იშვიათ შემთხვევებში საკვებით მოწამვლა გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ბუნდოვან ხედვას;
  • თავის ტკივილს;
  • კიდურების მოძრაობის ძალის დაკარგვას;
  • ყლაპვის გაძნელებას;
  • კანის ჩხვლეტას, ან დაბუჟებას;
  • სისუსტეს;
  • ხმის ცვლილებებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა, კუნთების სისუსტე და კანის ჩხვლეტა;
  • ცვლილებები აზროვნებაში, ან ქცევაში;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ხშირი ღებინება;
  • დიარეა, რომელიც გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს;

დეჰიდრატაციის სიმპტომები - გადაჭარბებული წყურვილი, პირის სიმშრალე, მცირე შარდვა, ძლიერი სისუსტე, ან თავბრუდახვევა.

მიზეზები

ბევრმა მიკრობმა, ან მავნე ნივთიერებამ, რომელსაც დამაბინძურებლებს უწოდებენ, შეიძლება გამოიწვიოს საკვებით გამოწვეული დაავადებები.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕18 სექტემბერი ფულადი ცხრიანისა და ფინანსური ჯეკპოტის დღეა - რა უნდა გააკეთოთ დღეს სიუხვის მოსაზიდად, რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

⭕„მაშველი რგოლი მოულოდნელად გამოჩნდება, თუმცა დღეს თავად უნდა ავირჩიოთ სინათლე“ - 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით