Digest Logo

🎥 რა სხვაობაა ძვირად ღირებულ და იაფ წიწიბურას შორის - რატომ არის წიწიბურა განსაკუთრებული პროდუქტი

1791833659
წიწიბურა

ყველას შეგვიმჩნევია, რომ ერთსა და იმავე მაღაზიაში თანაბარი რაოდენობის წიწიბურის შეფუთვა სხვადასხვა ფასად იყიდება. შეიძლება ერთი კილოგრამი 2 ლარიც ღირდეს და 5 ლარიც. რა განაპირობებს ამ სხვაობას. ამის შესახებ „იმედის დილის" ეთერში ისაუბრეს.

„ქიროინოზიტოლი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ასევე ანთების საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, გვეხმარება უზმოდ გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითებაში ასევე არეგულირებს ინსულინის დონეს, რადგან აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინისადმი“,  - ამბობს ენდოკრინოლოგი ნანა ლატარია. 

წიწიბურა ასევე მდიდარია სხვადასხვა მინერალითა და B ჯგუფის ვიტამინებით. მისი ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტი კი კვერცეტინია, რომელიც სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინისადმი. შესაბამისად, დამატებითი სარგებელი აქვს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვების რაციონში.

წიწიბურა გამორჩეულია იმითაც, რომ მასში ბევრია ცილა და რკინა, რაც საკმაოდ იშვიათია მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწიბურა განსაკუთრებული პროდუქტია.

თუმცა მაღაზიის დახლებზე ხშირად განსხვავებული ფასის პროდუქტებია წარმოდგენილი, რაც აჩენს კითხვას — რა სხვაობაა სხვადასხვა საფასო კატეგორიის წიწიბურას შორის და არის თუ არა ყველა ერთნაირად სასარგებლო?

წიწიბურას ფასი მისი ხარისხით არის განპირობებული. ხარისხი კი მარცვლის ზომის, პროდუქტის სისუფთავისა და მარცვლის მთლიანობის მიხედვით ფასდება.

ქარხანაში პირველ ეტაპზე წიწიბურა ქვებისგან სუფთავდება, შემდეგ კი — ჩენჩოსა და დარჩენილი ღეროებისგან.

მექანიკური საცერის შემდეგ პროდუქტი ფოტოელექტრონულ სეპარატორში ინაცვლებს გასასუფთავებლად.

ამის შემდეგ პროდუქტს ხალავენ, ატენიანებენ, ორთქლში ატარებენ და აშრობენ.

ყველა ეტაპის ზედმიწევნით გავლის შემდეგ მიღებული წიწიბურა მაღალი ხარისხისაა და, როგორც წესი, ასეთი პროდუქტი შედარებით ძვირი ღირს.

თუმცა ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, წიწიბურას მაღალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის უფრო სასარგებლოა. შედარებით იაფი პროდუქტი შესაძლოა იმავე ღირებულ საკვებ ნივთიერებებს შეიცავდეს, თუმცა ნაკლებად იყოს დახარისხებული და გასუფთავებული. ამიტომ მომზადებამდე მისი გადარჩევა და საგულდაგულოდ გარეცხვა შეიძლება გახდეს საჭირო. დეტალურად ეს თემა იხილეთ სიუჟეტში.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ‼️სიმართლე „მდნარი ყველის“ შესახებ: „ეს პროდუქტი ყველი არ არის!“

⭕„არ არსებობს დიეტა, რომელიც ან არ გაზიანებთ, ან უკან არ გიბრუნებთ დაკლებულ კილოგრამებს“ - როგორ დაიკლო წონაში ნანუკა გულუამ?

🎥 „მზადების დროს სულ მეტირება...“ - რას ამზადებენ ნანუკა გულუას ოჯახში ყველაზე ხშირად და რატომ არის „ხარჩო“ მისთვის განსაკუთრებული

✕