
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე სტუმრად გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ იმყოფებოდა, სადაც სეზონურ ინფექციებზე და ალერგიებზე ისაუბრა:
„როდესაც ჯერ კიდევ კალენდარზე ზამთარია, ადრე მოყვავილე ხე-მცენარეები სწორედ მაშინ იწყებენ ყვავილობას. ასეთი მცენარეებია: თხილი, მურყანი, წიფელი და კვიპაროსი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ალერგიული მცენარეა და შეიცავს დიდი ოდენობით ალრგიულ ცილებს. როდესაც მათი კონცენტრაცია მიაღწევს ჰაერში პიკს, სწორედ მაშინ იწყება სეზონური ალერგიებიც. სწორედ ის განმეორებადი ცემინება, სპაზმური ხველა და ა.შ.
ახლა არის კვიპაროსის ყვავილობის პიკი. წელს განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობა ალერგიების მძვინვარება, რაც გამოიწვია მოსულმა თოვლმა და შემდგომ ერთბაშად 25 გრადუსამდე დათბა ამინდი. მძაფრად გამოიფრქვა ჰაერში მცენარეული მტვერი, ამიტომ გამწვავდა ალერგიული პაციენტები.
მცენარეთა ყვავილობის სამი პიკი არსებობს. ადრე მოყვავილე მცენარეების პიკი ჩაივლის მაისის ბოლოს, შემდგომ ნახევარში გააქტიურდება ბალახოვანი და მარცვლოვანი მცენარეები. მათი ყვავილობა გაგრძელდება ივნისის ბოლო, ივლისის დასაწყისამდე. ხოლო მესამე პერიოდში აგვისტოს დასაწყისიდან იწყება ამბროზიის ყვავილობა, რომელიც ასევე დიდი ალერგიული ფონით გამოირჩევა“, - აღნიშნა ნინო ლომიძემ.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნეპტუნმაც თავისი ქნა და საიდუმლოებებიც გამომჟღავნდა...“ - თამარ აქუბარდიას ასტროპროგნოზი
⭕კეტი პერი, ლორენ სანჩესი, გეილ კინგი და ეკიპაჟის სხვა წევრი ქალები დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდნენ
⭕მომღერალი კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან