Digest Logo

რა წესები უნდა დაიცვათ ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცესში? - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

1782890179
გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტირების პროცესში დასაცავ წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

👉საგამოცდო სექტორში შესვლისთანავე გამოსაცდელი ვალდებულია:

👤 დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი;

🧾 სამუშაო მაგიდაზე დაალაგოს მხოლოდ ნებადართული ნივთები - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე, გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, ტაბულა);

💧 წყალი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლით უნდა დადგას იატაკზე;

🔍 შეამოწმოს პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დაუზიანებელია და დაადასტუროს სექტორის უწყისში ხელმოწერით (სახელის ინიციალისა და გვარის ჩაწერით);

🔢 პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი გამოსაცდელმა თავად უნდა ჩაწეროს სექტორის უწყისის შესაბამის ველში;

⏱️ ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანისა და საგამოცდო დროის ათვლის შემდეგ;

👂 გამოსაცდელმა უნდა დაიცვას დამკვირვებლის მითითებები;

⏰ გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი გამოსაცდელებს შეახსენებს დროს, რათა დროულად დაასრულონ ტესტზე მუშაობა;

⛔ საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელს არ აქვს უფლება, გააგრძელოს მუშაობა პასუხების ფურცელზე;

📄 ტესტზე მუშაობის ადრე დასრულების შემთხვევაში, ნაშრომი და ფურცლები შავი სამუშაოსათვის უნდა ჩააბაროს დამკვირვებელს დადგენილი წესით. 

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕„ასეთი ტრანზიტი მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ ხდება და გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების მთელ მომდევნო ეტაპზე“ - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც იღბლის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან

⭕„27 ივლისს გველოდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ივლისი წლის ერთ-ერთი ყველაზე გარდამქმნელი პერიოდია“ - ასტროლოგი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით