
თუ თქვენი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა, როგორც მგზავრს, გეკუთვნით კონკრეტული უფლებები და კომპენსაციები, განსაკუთრებით თუ გაფრენა/დაფრენა ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან ავიაკომპანია ევროპულია.
სწორედ ამ საკითხზე; რა უფლებები გვაქვს, თუ ჩვენი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა? - გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იურისტი მიშა ჭანტურია საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„არსებობს ევრორეგულაცია, რომლის თანახმადაც, მგზავრებს უფლება აქვს თუ ავიახაზების ბრალეულობით მოხდება მათი გეგმების არევა. თუ მაგალითად A პუნქტიდან b პუნქტში ჩახვალთ გარკვეული დროის დაგვიანებით, ვიდრე ეს თავდაპირველი ბილეთით იყო განსაზღვრული, თუმცა აქ საუბარია მინიმუმ 3 საათით დაგვიანებაზე“, - ამბობს იურისტი.
მისი თქმით ეს შემთხვევა არ ეხება ამინდს და აეროპორტის შეზღუდვებს, როდესაც არ აძლევენ ბორტს გაფრენის უფლებას სხვადასხვა მიზეზის გამო.
‼️ არ გეკუთვნით კომპენსაცია, თუ გადადება/გაუქმება გამოწვეულია:
‼️ ამინდის სერიოზული პირობებით
‼️ უსაფრთხოების კრიზისით
‼️ საჰაერო მოძრაობის კონტროლის გაფიცვით და ა.შ.
📄 როგორ უნდა მოითხოვოთ?
დაწერეთ მოთხოვნა ავიაკომპანიას (ელ.ფოსტით ან ფორმით)
მოითხოვეთ კომპენსაცია და ხარჯების ანაზღაურება (ჩეკების მიხედვით)
თუ უარი მიიღეთ – შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ავიაციის მარეგულირებელ ორგანოს ან გამოიყენოთ სპეციალური პლატფორმები (მაგ.: AirHelp, Skycop და სხვ.)
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი გველესიანი ესპანეთში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს - წყვილი კადრებში ბრწყინავს