თუ მოგზაურობის წინ აღმოაჩენთ, რომ პასპორტს გადის ვადა, როგორ შეგვიძლია ამ საკითხის სწრაფად და მარტივად, ერთ სივრცეში მოგვარება? - ამის შესახებ თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის მოადგილე, ტრენერი გიორგი თბელიშვილი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.
როგორც იგი ამბობს, პასპორტის დამზადება იმავე დღესვე დაჩქარებულად შესაძლებელია.
„ქუთაისის, ბათუმის და თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობს შაბათ - კვირასაც და მოქალაქეებს შეუძლიათ 10 :00 საათიდან 17:00 საათამდე იმავე დღეს დაამზადონ პასპორტი, შესაბამისი საფასურის საფუძველზე, რომელიც შეადგენს 350 ლარს“, - ამბობს გიორგი თბელიშვილი.
ეს და სხვა საჭირო საკითხები, მოგზაურობასთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: