ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული. ვირუსებს - მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე, სისუსტეც ახლავს.
გაზრდილია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში.
ინფექციონისტები მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ცირკულირებს იგივე ტიპის ვირუსები, რაც აქამდე ცირკულირებდა.
„ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია, ისევე, როგორც ყველა სეზონზე. ცირკულირებს იგივე ტიპის გრიპის ვირუსები, რაც ცირკულირებდა აქამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე.
რა თქმა უნდა, სოციალური აქტივობის გამო, როგორიც იქნება ბაღები, სკოლები და ა.შ. შეიძლება, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე კატასტროფასთან გვაქვს საქმე.
იგივე გავრცელება არის ევროპის კონტინენტზე“, - აცხადებს პედიატრი თემურ მიქელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: