Digest Logo

შოთა არველაძე - „არ ვიცი, ბომბარდირებში ვინ გადამასწრებს, მაგრამ მთელი ქვეყნის მოტივაციაა, რომ ახალი რეკორდსმენები გვყავდეს“

1745586293
შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრებსა და გუნდის ბომბარდირებზე ისაუბრა.

„სომხეთთან შეხვედრებმა აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს და მოწინააღმდეგეს სერიოზულად ეკიდება და არავის ერიდება. ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან ყველას უნდა, ამ წარმატების ნაწილი იყოს.

სომხეთთან იოლად მოგებული თამაში კარგია, მაგრამ საინტერესოა, რას ვიზამთ, როდესაც ნორვეგიის, დანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, უკრაინისა და მათი დონის გუნდებს შევხვდებით. სანამ ესპანელების და ფრანგების დონეზე ავალთ, ჯერ ამ ნაკრებებთან უნდა ვიგრძნოთ თავი, როგორც „სახლში“.

არ ვიცი, ვინ გადამასწრებს ბომბარდირებში, მიქაუტაძე (20 გოლი) თუ კვარაცხელია (18), გოლის გატანა ორივეს ძალიან კარგად გამოსდის. მათთვის ჩემი გადასწრება კარგი მოტივაციაა. რამდენი წელი უნდა იყოს ეს რეკორდი?  მთელი ქვეყნის მოტივაციაც ესაა, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილიოს და ახალი რეკორდსმენები გვყავდეს“, - აღნიშნა შოთა არველაძემ.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„ბევრი მათგანი არა მხოლოდ ალერგიას იწვევს, არამედ უკავშირდება კიბოს, ჰორმონალურ და ნერვულ სისტემის დაავადებებს“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

„ასე ყველაფერი გიხდებოდეს, არ ვიცი🔥“ - ნუკი კოშკელიშვილი ყვითელ კაბაში პოზირებს

🎥 „მიჩნდება განცდა, რომ დედები შვილებს საზოგადოებისთვის, ხალხის დასანახად აჩენენ... ბრიყვია ასეთი ადამიანი“ - ნინო ლეჟავა ჩვილის ფოტოს სოცქსელში განთავსებაზე