Digest Logo

🎥 რამდენად მომწამვლელია კარაქი, კახური და მზესუმზირას ზეთი? - ყველაფერი რაც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთადერთი მაგისტრისგან უნდა იცოდე!

1775129026
თორნიკე ენუქიძე

პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთადერთი მაგისტრი საქართველოში თორნიკე ენუქიძე საკუთარ „იუთუბის“ გვერდზე საზოგადოებას მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას ხშირად უზიარებს. 

მას 13K-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს უამრავი ადამიანი ითვალისწინებს. 

ამჯერად მან ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კარაქის, კახური და მზესუმზირას ზეთის უარყოფით თვისებებზე ისაუბრა:

„კარაქი ტაფაზე, ერბო კვერცხი და მზად არის, ამ კომბინაციით იფუჭებ საუზმეზე კვერცხსაც და კარაქსაც. გგონია, თუ კარაქში გააკეთებ და არა სიმინდის, მზესუმზირას ზეთში, უფრო ჯანმრთელად იცხოვრებ. 

რატომ არის კარაქი ნაზი პრინცესა, რომელიც დაბალ ცეცხლზე მაშინვე კვნესას იწყებს და უნდა მოეფერო. რატომ არის ზოგჯერ ზეითუნის ზეთი შენი მთავარი დამცველი და საერთოდ, რომელ ზეთში, კარაქში, ცხიმის წყაროში რა ტემპერატურამდე შეგვიძლია მივიყვანოთ პროდუქტი? 

პრეზიდენტი კარაქი - მაქსიმალურად უძლებს 150 გრადუს. თუ რაიმე საშიშია ზეთებს შორის, არის დამწვარი კარაქი! არ გამოიყენო არასდროს მაღალ ტემპერატურაზე, გამოიყენე სანელებლად, გემოვნური თვისებების მისაცემად, კერძის ბოლოს, როცა თუხთუხს მორჩება. 

კახური ზეთი - აბოლების ტემპერატურა 107 გრადუსია. მისით არ შეწვა, სანამ კვერცხის დახლას მოასწრებ, თვითონ ზეთი გადაიქცევა ისეთ არასაჭირო და ანთების წარმომქმნელ ფაქტორებად შენს ორგანიზმში, რის გამოც კახურ ზეთს მხოლოდ არარაფინირებულს ვიყენებთ სალათებში, ცივად მოსხმისას. 

მზესუმზირას ზეთი - უძლებს 232 გრადუს. ნაწვალები ზეთი, გამოცლილი ნუტრიენტებისგან, რომელსაც ცოცხალი აღარაფერი აქვს. ვიყენებთ რა დროს? როდესაც შვილმა კარტოფილი მოგთხოვა და გინდა კარგად მოუბრაწო“, - ამბობს თორნიკე ენუქიძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„დადგება წამი და დრო, ჩვენი გარდაცვალებისა - რას ეტყვი უფალს, რომ მე მეშინია შენთან ყოფნის?!“: თეოდორე გიგნაძის ქადაგება

რას ნიშნავს ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

„სულიერი გამოღვიძება გულისხმობს ცხოვრების ცვლილებას უფალ იესო ქრისტესგან ხსნისა და ცოდვების მიტევების მიღების შემდეგ“ - ლევან მათითაშვილი