
კიბორჩხალას ჩხირები, რომლის შემადგენლობაშიც კიბორჩხალა არ არის. რამდენად საშიშია ამ პროდუქტისგან მომზადებული სალათები - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა:
„რა თქმა უნდა უნდა შევხედოთ პროდუქტის ეტიკეტს.
პირველად ეს პროდუქტი იაპონიაში დაამზადეს და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. თავიდან იყო გაკეთებული თევზის პასტისებური ფარშით, რომელსაც სურიმს ეძახიან. წესით თუ კიბორჩხალას ჩხირებს აწერია რომ იმიტირებულია, როგორც ხიზილალას აწერია, შესაბამისად არ არის კიბორჩხალასგან დამზადებული.
საშიშ ნამდვილად არ არის, თუმცა შემადგენლობას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
აუცილებლად უნდა ეწეროს თევზი და არ უნდა იყოს სხვა ინგრედიენტისგან დამზადებული. ასევე მითითებული უნდა იყოს სხვა საღებავები და დანამატები. ეს საღებავები რომლებიც გამოიყენება პროდუქტში უნდა იყოს ნატურალური“,- აღნიშნა ეკა გიგაურმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რას ფიქრობს ახალი თაობა განათლებაზე, კარიერასა და ცხოვრებაზე - ქუჩის გამოკითხვა