Digest Logo

🎥 რას ფიქრობს ახალი თაობა განათლებაზე, კარიერასა და ცხოვრებაზე - ქუჩის გამოკითხვა

1758782234
ქუჩის გამოკითხვა

რას ფიქრობს ახალი თაობა განათლებაზე, კარიერასა და ცხოვრებაზე - საკითხზე სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს. ახალგაზრდებს კი ქუჩაში შესაბამისი კითხვები დაუსვეს:

„განათლებული ახალგაზრდობა რეალურად ნიშნავს ქვეყნის წარმატებას. ნებისმიერ ასპარეზზე. სასწავლო გარემო უნდა იყოს თბილი და კომფორტული. მნიშვნელოვანია ენების მრავალფეროვნება“,

„უნივერსიტეტი სტუდენტების გარეშე არაფერი არ არის. თითოეული სტუდენტის აზრი რომ რაღაცას წარმოადგენს ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“,

„აუცილებლად უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდი. ისეთი საგნები უნდა ისწავლებოდეს, რაც შემდეგ პროფესიაში გამოგვადგება“,

„მთავარი არის პრაქტიკა და მარტო თეორიით არ უნდა შემოიფარგლოს უნივერსიტეტი“, 

„მეტი გაცვლითი პროგრამები რომ იყოს უკეთესი იქნებოდა. არ მომწონს ის ფაქტი, რომ ზოგად განათლებას უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე პრაქტიკას“, - ამბობენ ახალგაზრდები.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბავშვის გადმობირებაც დაიწყე ჰო?!“ - საბა საპანაძე ხვიჩა კვარაცხელიასთან და პატარა დამიანესთნ ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

⭕„როგორც კი განგვეშორება, ადამიანი თითქოს ხორცის საკეპ მანქანაში გადაეშვება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕რიანა და ასაპ როკი მესამე შვილის მშობლები გახდნენ - წყვილს ქალიშვილი შეეძინა