მოსახლეობის 90% დილას ყავით იწყებს. ზოგისთვის ერთი ფინჯანი საკმარისი არ არის.
რამდენჯერ შეიძლება დღის განმავლობაში ყავის დალევა, სად გადის ზღვარი უბრალო და ჭარბ მოხმარებას შორის, აქვს თუ არა მნიშვნელობა დილით ვსვამთ ყავას, შუადღეს თუ საღამოს, როგორ მოქმედებს კოფეინი ჩვენს ორგანიზმზე და რა უნდა ვიცოდეთ ყავის სწორად შერჩევისა და მომზადების შესახებ? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა სალომე ფანჩვიძემ ისაუბრა:
„ყავა თავის სარგებელთან ერთად გვერდით მოვლენებსაც გვაძლევს და ეს ძალიან ინდივიდუალურია. სითხე არის კოფეინიანიც და უკოფეინოც, შესაბამისად მნიშვნელობა თავად კოფეინს აქვს და არა იმას, რომ თვითონ ყავა, სითხე არის მავნე.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც კოფეინს ვერ იტანენ. უჩქარდებათ გული და ა.შ.
კოფეინს დამოკიდებულების გამოწვევა ახასიათებს და როცა ადამიანი რაღაცაზე არ ხარ დამოკიდებული, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
არსებობენ ადამიანები, რომლებშიც კოფეინი უძილობას იწვევს, მაგრამ ინდივიდუალურია. მნიშვნელობა ძილის ხარისხშია და არა რაოდენობაში.
არაორსულ ადამიანებთან სხვა დოზაა, ორსულთან სხვა. არაორსულში 2-3 ფინჯანი მაქსიმუმ მისაღებია, ჯამური დღიური დოზა შეიძლება შევავსოთ სხვადასხვა სასმელებით. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით მოზარდებს, მოერიდონ ენერგეტიკულ სასმელს. ორსულებში 1 ფინჯანი შესაძლებელია“, - ამბობს სალომე ფანჩვიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება