
ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად, საქართველოში საკვებით მოწამვლის შემთხვევები მატულობს. სპეციალისტების თქმით, მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ბაქტერიების სწრაფ ზრდას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არასწორად შენახული ან გადაუმუშავებელი პროდუქტების მიღებისას.
ყველაზე გავრცელებული მოწამვლის წყაროა სურსათი, რომელიც შეიცავს სალმონელას, ეშერიხია კოლს და სხვა პათოგენურ ბაქტერიებს. ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტებია: არასწორად შენახული ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები და მზა საკვები.
საკვებით მოწამვლა ზაფხულში, როგორ დავიცვათ თავი კვებითი ინტოქსიკაციისაგან? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ინფექციონისტმა სოფია ნემსაძემ ისაუბრა:
„აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში საკვებთან ერთად ბაქტერიის ტოქსინის მოხვედრამ, ან წყალთან ან საკვებთან ერთად ნებისმიერი ინფექციური აგენტის შეჭრის შემდეგ.
აღნიშნული დაავადება ხასიათდება სიმპტომებით - გულისრევა, მუცლის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და ზოგჯერ ტემპერატურაც ახლავს თან.
ძირითადად იწვევს ვირუსული ინფექციები.
უმეტესად საფრთხის შემცველია ხორცპროდუქტები და მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების თერმულად დამუშავება.
ასევე რძის პროდუქტები, უნდა დავაკვირდეთ და დავიცვათ შენახვის ვადები. ასევე ხილი და ბოსტნეული“, - ამბობს სოფია ნემსაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლუის ენრიკე „რეალთან“ გამარჯვებაზე - „ბურთის ფლობა გვიყვარს, მეტოქეს კი იმავეს გაკეთება უჭირს“
⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“დაამარცხა და ფინალშია