Digest Logo

🎥 რას ნიშნავს და რით განისაზღვრება მენტალურად ძლიერი ადამიანი? - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები

1753259789
ალექსანდრე ჯეჯელავა

რას ნიშნავს და რით განისაზღვრება მენტალურად ძლიერი ადამიანი? - აღნიშნულ საკითხზე „ფლო მასტერის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

„მენტალურად ძლიერი ადამიანი დაცული არ არის პრობლემებისგან რომლებიც ყოველდღიურად ხდება. შესაძლოა ასეთი ადამიანი არ იბრძოდეს იმ მომენტში, თუმცა იტანდეს და ითმენდეს წნეხს. ადამიანები საშინლად იღლებიან თუმცა ეს გარეთ არ ჩანს. უბრალოდ ეს მათი რუტინა გახდა და შემდეგ ეჩვევა ან თრგუნავს ნეგატიურ მოვლენებს მის ცხოვრებაში. შენ თუ გადაცემას მაგალითად კარგად და მხიარულად წაიყვან მაშინ საზოგადოება ვერ მიხვდება ამის უკან რამხელა შრომა და ნერვულობაა ჩადებული, რადგან შენ ეს უკვე გამომუშავებული გაქვს.

არის ხალხი, რომლებმაც იცის რომ ფიზიკური ვარჯიში ამ ყველაფერს მოუგვარებს. ვიღაცისთვის ეს კულინარიაა, ვიღაცისთვის მუსიკა და ცეკვა. შენ უნდა იცოდე შენი თავის წამალი და უნდა ისწავლო კონტროლი“,- გვირჩევს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ღამურის ჭამა სცენაზე, ნარკოდამოკიდებულება და მისტიკური იმიჯი - სკანდალები და უცნაური ამბები, რომლებიც ოზი ოსბორნს უკავშირდება

🎥 როდის ჩნდება ლიპედემა და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ზაზა თელიას რჩევები

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო - „ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება“