Digest Logo

🎥 როდის ჩნდება ლიპედემა და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ზაზა თელიას რჩევები

1753252098
ზაზა თელია

არასასურველი ცხიმი არის ლიპედემა , რაც არავის სურს. გარდა ცხოვრების სტილის რამდენიმე ფაქტორისა, რომლებიც ხელს უწყობენ მის დაგროვებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ასევე არსებობს კლინიკური მდგომარეობა, რომელიც იწვევს არასასურველი ცხიმის პროგრესირებად პათოლოგიურ დეპონირებას დუნდულოებში, ბარძაყებსა და ფეხებსა და მკლავებში. ამ ყველაფერს სწორედ ლიპედემას უწოდებენ და ეს მდგომარეობა მოქმედებს მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილზე. ეს ქრონიკული დაავადება ქალებს უფრო მეტად უვითარდებათ.

როდის ჩნდება ლიპედემა და როგორ ვუმკურნალოთ მას? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„გინახავთ ადამიანი რომელი შეიძლება მკვეთრად გამხდარი იყოს და ფეხები ჰქონდეს სქელი? აქვს გენეტიკური განწყობა და არ უნდა შეგვეშალოს ცელულიტში. ძირითადად ქვედა კიდურებში ვითარდება, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ხელებშიც შეგვხვდეს. არ ჩადის კოჭის ქვემოთ. ამას კიდე ეძახიან საკვამურის ფეხებს. ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.

გამომწვევ მიზეზები: გენეტიკური მემკვიდრული ხასიათი, ცხიმოვან ქსოვილში პათოლოგიური ცვლილებები, ჰორმონალური ცვლილებები (მენოპაუზა), მდედრობითი სქესი.

ახასიათებს: ტკივილი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, კანის ადვილად ჩალურჯება, მოძრაობის დარღვევა და ფეხების შეშუპება“, - ამბობს ზაზა თელია.

მეტი გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო - „ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება“

🎥 „გადახედეთ თქვენს ვალდებულებებს, მეტი წინდახედულობა გმართებთ“ - 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

ნახეთ როგორ აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა დაბადების დღე - ექიმის მეუღლე წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს