რას ნიშნავს მამასთან გატარებული დრო ბავშვისთვის - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ ისაუბრა:
„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ როდესაც ბავშვი იბადება, დაბადებიდან 3 წლამდე არის მიჯაჭვულობის ფაზა. როდესაც ბავშვს ესაჭიროება მიჯაჭვული იყოს ერთ-ერთ მშობელზე და ეს მშობელი აღიქმება უსაფრთხო წერტილად. სამყაროს აღქმას იწყებს მშობლიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვანია, ორივე მშობელი იყოს თანაბრად ჩართული ამ პროცესში.
ჩვენ საზოგადოებაში ითვლება რომ დედა არის მთავარი ფიგურა და მამა უფრო თანაჩართულია ამ პროცესში, მაგრამ ეს ასე არ არის. მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. საყურადღებოა, რომ ბავშვს ჰქონდეს სწორი მოდელები ქალისა და კაცის. აღიქვას მათი არსებობა და ფუნქცია. თუ მამა არ არის ამ პროცესში ჩართული, მაშინ როლები ქაოსურად ყალიბდება მის გონებაში“, - ამბობს ბესო ჭიღვარია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „21 ივლისი: ემოციური ფონი და სიფრთხილის დრო“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 20-26 ივლისის კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება