Digest Logo

რატომ არ უნდა გადაყაროთ კაკლის ნაჭუჭი და უღელი?

1743181744
 კაკლის ნაჭუჭი

კაკლის გულის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ კაკლის ნაჭუჭი და უღლები უსარგებლოდ ითვლება და ნაგავში ყრიან. სინამდვილეში მათ უამრავი სარგებელი აქვთ:

გამოიყენება დრენაჟად

კაკლის ნაჭუჭი ნიადაგში ძალიან ნელა და დიდხანს იშლება, რაც მას შესანიშნავ დრენაჟად აქცევს.

თუ მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ კაკლის ნაჭუჭი ქოთნის ძირში ან ეზოში ნარგავების დარგვის დროს ორმოში ჩაყაროთ. ადგილის დაზოგვის მიზნით, ქოთანში უმჯობესია დაფშვნილი ნაჭუჭი გამოიყენოთ.

გამოიყენება მავნებლების წინააღმდეგ

თუ დაფშვნილ კაკლის ნაჭუჭს ბოსტანში, მცენარეების გარშემო დაყრით, ის ლოკოკინებსა და სხვა მავნებლებს მოძრაობაში ხელს შეუშლის, რითაც მცენარეებს დაიცავთ და მოსავლის ხარისხს გააუმჯობესებთ.

გამოიყენება ხალხურ მედიცინაში

✔️ კაკლის ნაჭუჭის ნახარში ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ამისთვის კაკლის ნაჭუჭი ერთი საათი უნდა ხარშოთ და მიღებული ნაყენით ჭრილობა დაიმუშაოთ.

✔️ კაკლის უღლები იოდით მდიდარია, ამიტომ მათგან ჩაის ამზადებენ. ორგანიზმი კაკლის უღლებიდან სასარგებლო ნივთიერებებს ადვილად ითვისებს.

კაკლის უღლების ჩაი: 1.5 ჭიქა წყალში ჩაყარეთ 4-5 ცალი კაკლის დაქუცმაცებული უღელი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მერე დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და ეს რაოდენობა დღის განმავლობაში გადაანაწილეთ და მიიღეთ. ასეთი ნახარშები გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, დიაბეტისა, სახსრების ტკივილის სამკურნალოდ. ასევე, ვირუსების სეზონზე იმუნიტეტისთვის.

ასე რომ, კაკლის ნაჭუჭისა და უღლების სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე მცენარეთა მოვლისთვის. ნუ გადააგდებთ და გამოიყენეთ ბუნების ეს საჩუქარი მაქსიმალურად.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕„დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა“ - თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

🎥 7 საკვები მაღალი წნევის მკურნალობისთვის - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

წყარო: funtime.ge