ახალი კარტოფილი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და მინერალებს, ითვლება ყველაზე სასარგებლოდ ხანდაზმული ადამიანებისთვის.
ის ასევე შეიცავს უამრავ კალიუმს, რომელიც კარგია ხანდაზმულთა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ ახალი კარტოფილის ჭამა. თუმცა დიდი რაოდენობით მისი მიღებისგან მაინც თავი უნდა შევიკავოთ. მას ნაკლები სახამებელი აქვს, ამიტომ სისხლში გლუკოზის დონე არ იზრდება ისე, როგორც ძველი კარტოფილის მიღებისას.
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, რადგან ის შეიცავს მეტ მინერალს და მცენარეულ ბოჭკოებს. ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ნაწლავის ფლორაზე.
მოხარშული კარტოფილი ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს ჰიპერტენზიის დროს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„6გ ცილა ხელს უწყობს კუნთების ზრდას და აღდგენას“ - ნახეთ, რამდენად სასარგებლოა ერთი ცალი კვერცხი
⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი