სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც გვიხსნის, რატომ არის საშიში პლასტმასას მეორად ბოთლში რძის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია.
მისი თქმით, თუ რძის გლეხისგან შეძენა გსურთ, ყურადღება უნდა დაუთმოთ არის თუ არა ის მრავალჯერად შუშის ბოთლში მოთავსებული:
„რძე ცოცხალი პროდუქტია, რაც ძალიან მარტივად იღებს გარემოდან სხვადასხვა დამაბინძურებლებს, მათ შორის პლასტმასას მეორადი ბოთლიდან, ამიტომ მაქსიმალურად მოვერიდოთ ბოთლებში რძის შეძენას.
გარდა იმისა, რომ რძეში შეიძლება გადავიდეს მიკრონაწილაკები, ასევე ასეთი რძის რეალიზაცია ყველაზე ხშირად ისეთ პირობებში ხდება, სადაც არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი და ჰიგიენური მოთხვნები.
თუ მაინცდამაინც გლეხისგან გინდათ რძე შეიძინოთ, იყიდეთ მათგან, ვისაც ეს ჩასხმული აქვს ერთჯერად ბოთლში, სპეციალურად რძისთვის გათვლილ ბოთლში ან მრავალჯერად შუშის ბოთლში“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დეტალურად გიყვებით, როგორ გამძარცვეს...“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა სამხრეთ აფრიკაში