ცვლილებები იწყება გადაწყვეტილებით, მაგრამ მყარდება მოქმედებებით.
„ადამიანი არ იცვლება“ - ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითია. სინამდვილეში, მათ შეუძლიათ შეცვლა... თუკი მოინდომებენ ( ადამიანს ცვლის ტკივილი, ბედნიერება, კეთილდღეობა, დანაკარგი, ტანჯვა, მიზანი).
უბრალოდ, უმრავლესობა ირჩევს ერთ ადგილზე დარჩენას და სტატუს-კვოს შენარჩუნებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენც ასე უნდა მოიქცე.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააუმჯობესოს თავისი ცხოვრება ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად.
ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერად გსურს ეს. საკუთარი თავის შესაცვლელად მხოლოდ ოთხი რამ გჭირდება: ხედვა, გეგმა, დისციპლინა და დასვენება.
ხედვა - ყველაზე შთამაგონებელი ნაწილია. იოცნებე მასშტაბურად. წარმოიდგინე, ვინ გინდა გახდე. მიზნების სია, ვიზუალიზაცია,ტესლას ფორმულები … არ ვიცი ვინც რა იცით და შეგიძლიათ.
გეგმა - ეს შენი გზის რუკაა. დაყავი შენი მიზანი კონკრეტულ ნაბიჯებად, რათა ყოველმა დღემ დაგაახლოვოს შენს ოცნებასთან.
დისციპლინა - სწორედ ის დაგეხმარება წინსვლაში მაშინაც კი, როცა მოტივაცია სუსტდება( უმნიშვნელოვანესი კომპონენტია).
დასვენება - დაუფასებელი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პუნქტია. შენ აქ იმისთვის არ ხარ, რომ უსასრულოდ იმოქმედო.
ტოქსიკური პროდუქტიულობა უგულებელყოფს დასვენებას, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი ინგრევა. აღდგენის პროცესით შენ საკუთარ თავს აძლევ რესურსს გასაგრძელებლად. თუ გრძნობ, რომ გაიჭედე, რომ შენი ცხოვრება არ შეესაბამება შენს სურვილებს ან პოტენციალს ეს საუკეთესო მომენტია, რომ კონტროლი დაამყარო საკუთარ ცხოვრებაზე.
გაჭედვა ნიშნავს, ვერ რეალიზებას სურვილების, გადადებას მომავალში მოქმედების, არ გამოთქმას დაგროვებულის და ვერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
დაიწყე დღესვე, თორემ ცხოვრება უცვლელი დარჩება.
ჩამოწერე, რა გინდა და არ მოუსმინო მათ, ვინც ამბობს, რომ ადამიანები არ იცვლებიან, ჩვენ ყველას გვცვლის ჩვენი გამოცდილება და თავად ვირჩევთ გაგვზრდის თუ დაგვაპატარავებს ცხოვრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დეტალურად გიყვებით, როგორ გამძარცვეს...“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა სამხრეთ აფრიკაში