Digest Logo

რატომ არის საზიანო ბავშვისთვის ბევრი ფოტოს გადაღება? - 6 პრობლემა

1611227305
ბავშვისთვის ფოტოს გადაღება

​სოციალური მედიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მშობლები შვილების ზრდის პროცესს კამერაზე აღბეჭდავენ, შემდეგ კი მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებენ. ამან შესაძლოა, ბავშვს არაერთი პრობლემა შეუქმნა:

🔵ბავშვი ფიქრობს, რომ ის სამყაროს ცენტრია

მშობელი გამუდმებით ბავშვისთვის ფოტოების გადაღებით თუ არის დაკავებული, ხოლო ოჯახის სხვა წევრებს კადრში არ ახვედრებს, პატარა იფიქრებს, რომ ის განსაკუთრებული ადამიანია. შესაძლოა, მას მოლოდინი გაუჩნდეს, რომ ყოველთვის ყველას ყურადღებას დაიმსახურებს. ბავშვები ზოგჯერ კამერას იმარჯვებენ და სელფებს თავად იღებენ. ფოტოების ხშირი გადაღება ბავშვში ნარცისისტულ განცდებს აძლიერებს.

🔵ბავშვი მეტისმეტად თვითკირიტიკული ხდება

ბავშვის ფოტოები სოციალურ ქსელში სათანადო მოწონებას თუ არ დაიმსახურებს, ის დაიწყებს ფიქრს, თუ რატომ არ მოსწონთ ადამიანებს. ბავშვი იფიქრებს, რომ მას ლამაზად არ აცვია, რომ ის მახინჯი დაიბადა და რომ მისი კამერა კარგად არ მუშაობს. თუ მისი მეგობრების ფოტოებს უფრო ბევრი ადამიანი მოიწონებს, ბავშვის თვითშეფასება კიდევ უფრო დაეცემა. კვლევებით დგინდება, რომ გოგონები, რომლებიც საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად ათვალიერებენ, თავიანთი წონით უკმაყოფილოები არიან.

🔵ბავშვი მოგონებების დეფიციტს განიცდის

მშობლები, რომლებიც შვილებს ბევრ ფოტოს უღებენ, პატარებს საკუთარი ემოციების გამოხატვას არ ასწავლიან. ისინი გამუდმებით კამერის მიღმა არიან და ბავშვების თავგადასავლებში არ მონაწილეობენ. პატარებს უჭირთ მოგონებების ფორმირება და გაურკვევლობა ტანჯავთ.

🔵ბავშვის პირადი სივრცე იზღუდება

ბავშვს უფლება აქვს თავისი პირადი სივრცე ჰქონდეს. მშობლები ბავშვების ფოტოს სოციალურ ქსელებში თვითნებურად ტვირთავენ, რადგან ბავშვი მცირეწლოვანია. შესაძლოა, ასაკის მატებასთან ერთად ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მშობლების გადაწყვეტილება არ მოსწონს. მშობლები დარწმუნებულები ვერ იქნებიან, რომ ბავშვს მათ მიერ ატვირთული ფოტოები მომავალში მოეწონება.

🔵ბავშვის დისკრიმინაციის რისკი მაღალია

კიბერბულინგი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსებით, მას საფრთხის წინაშე აყენებთ. სხვა ადამიანებს შეუძლიათ ის გარეგნობის გამო ანონიმურად გააკრიტიკონ. კლოე კარდაშიანი იძულებული გახდა აგრესიულ ადამიანებს გამკლავებოდა, რომლებიც მის ქალიშვილს კანის ფერის გამო აკრიტიკებდნენ. მსგავსი დავდასხმის მსხვერპლი ძალიან ბევრი ბავშვი ხდება.

🔵ბავშვი ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები

24 თვის ასაკიდან ბავშვები უკვე იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. როდესაც მათ ფოტოებს უღებთ და შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებთ, ისინი სხვა ადამიანების კომენტარებს აკვირდებიან. სხვების დამოკიდებულება მათზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ბავშვები გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, თუ რა აზრის არიან სხვა ადამიანები მათზე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს

ეკა მამალაძის 3 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

წყარო: brightside.me