Digest Logo

🎥 რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს „ჩუმ მკვლელს“ - ზაზა თელია ქოლესტერინის მაღალი დონის გარეგნული სიმპტომების შესახებ

1731494487
ზაზა ტელია

ქოლესტერინის დონის მატება, ხშირ შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ ექიმები მას „ჩუმ მკვლელს“ ეძახიან. ქოლესტერინის მაღალი დონის სავალალო შედეგი შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), ინსულტი (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა) და, საბოლოო ჯამში, იზრდება სიკვდილის რისკი.

დერმატო-ვენეროლოგმა და მედიცინის დოქტორმა, ზაზა თელიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ქოლესტერინზე და იმ ფიზიკურ გამოვლინებებზე ისაუბრა, რაც, შესაძლოა, ორგანიზმში ქოლესტერინის დონის აწევას მოჰყვეს.

ზაზა თელიამ ისაუბრა იმაზეც, თუ რომელი საკვები იწვევს, ხშირ შემთხვევაში, ქოლესტერინის დონის მატებას. მისი თქმით, ეს არის ცხიმიანი ხორცპროდუქტები და ისეთი ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტი, როგორიც არის მზესუმზირას ზეთი.

„მიუხედავად იმისა, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანს ქოლესტერინი აქვს მომატებული, თუ დავინახავთ, რომ ეს ადამიანი არის ჭარბი წონის, ან მსუქანი - აქვს სიმსუქნის პირველი, მეორე ან მესამე სტადია. ქოლესტერინის მაღალი დონე გვხვდება გამხდარ ადამიანებშიც - ამას ჰქვია გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია - ეს არის ქოლესტერინის მომატებული მდგომარეობა გენეტიკურად. არ არის ხშირი, მაგრამ არსებობს ასეთი შემთხვევებიც“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნურასოდეს მიიღებ ნარკოტიკს იმიტომ, რომ „იგულავებ“, იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრა... არ არის ეს სასირცხვილო, რომ არ გინდა მისი მოხმარება! “ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს

„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის...“ - ზურა ხაჩიძე 100 ათასი მოწამის ხსენების დღეზე

⭕ „არა, ჩემი და არ ვარ... არც ტყუპისცალი მყავს, მე ვარ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს