Digest Logo

🎥 „უნივერსალური საშუალებაა ადამიანის ზედოზირებისგან გადასარჩენად...“ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1731488497
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ნარკოტიკების მოხმარებასა და მისგან გამოწვეულ ფატალურ შედეგებზე საუბრობს.

იგი აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება შესაძლოა იმდენად მძიმე ფორმაში გადავიდეს, ნარკოტიკის გარდა ადამიანისთვის ყველაფერი უინტერესო გახდეს.

„ეს ვიდეო განკუთვნილია მათთვის, ვინც თვლის: „არაფერი მოხდება თუ ერთხელ გავსინჯავ“, „დავისვენებ“, „რელაქსი მინდა და ერთხელ გასინჯვით რა უნდა მომივიდეს“, „ამდენი ხალხი იყენებს, ერთმანეთს გავუზიარეთ ტიკტოკზე, ვერავინ გამაკონტროლებს, სად და როგორ ვიყიდე და ა.შ.

კი ასეა ნამდვილად, ოღონდ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა გამოსავალი. რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია რა უნდა გააკეთოთ.

პირველი: ის რაც გგონია, რომ გამოიწერე შესაძლოა სრულიად დაბინძურებული აღმოჩნდეს და არ იყოს ფენტანილი. „გულაობა“ შესაძლოა დამთავრდეს ზედოზირებით. უეცარი სიკვდილით ან დაიძინო და უეცრად დილით ლოგინში მკვდარი გნახონ. ეს ყველაზე მძიმე სცენარია. თუ ვინმესთან ერთად მოიხმარე და იციან რომ აუცილებლად 112-ში უნდა დარეკონ სანამ სუნთქვა გაგიჩერდება და „ნარკანს“ გაგიკეთებენ. ზოგადად ეს პრეპარატი ოპიატების ზედოზირების დროს გამოიყენება. უნივერსალური საშუალებაა ადამიანის ზედოზირებისგან გადასარჩენად. ყოველთვის ეცადეთ, რომ მარტო არ იყოთ.

მეორე: მოხმარების შემდეგ მეორე სცენარი არის ის, რომ შესაძლოა დაგეწყოთ ჰალუცინაციები, შფოთვა, ფორიაქი, დერეალიზაცია, დეორიენტაცია, ძლიერი აღგზნება და შესაძლოა აგეწიოს წნევა. განვითარდეს ინსულტი ან ინფარქტი. შესაძლოა ისეთი ფსიქოზი დაგემართოს, რომ საერთოდ დაკარგო რეალობასთან კავშირი.

მესამე: ეს არის ის, რომ ზოგჯერ მოხმარება რუტინული ხდება. მერე ყალიბდება დამოკიდებულება ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ. 

ყველაზე მთავარია იმოქმედო შენი სურვილით. ნურასოდეს ნუ მიიღებ ნარკოტიკს, იმიტომ რომ ეს კარგია და „იგულავებ“, იმიტომ რომ ვიღაცამ გითხრა. არ არის ეს სასირცხვილო, რომ არ გინდა მისი მოხმარება. ყოველთვის უნდა იცოდე, რა ზიანს მოგიტანს ნარკოტიკი. იმის გარდა თუ რას იწვევს ნარკოტიკი, მნიშვნელოვანია იცოდე ის რომ მასზე დამოკიდებულება ხანდახან ძალიან მძიმე ფორმებში გადადის. ნარკოტიკის ძებნისა და მისი მოხმარების გარდა შესაძლოა შენთვის საინტერესო აღარაფერი იყოს. ნარკოტიკს არაფერი კარგი არ მოაქვს, გარდა იმ წუთიერი სიამოვნებისა“, - აღნიშნა ზურა სიხარულიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის...“ - ზურა ხაჩიძე 100 ათასი მოწამის ხსენების დღეზე

⭕ „არა, ჩემი და არ ვარ... არც ტყუპისცალი მყავს, მე ვარ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „ბედნიერი მამა, შვილის ნათლობაზე...“ - ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის კადრები