Digest Logo

„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის...“ - ზურა ხაჩიძე 100 ათასი მოწამის ხსენების დღეზე

1731484982
ზურა ხაჩიძე

მომღერალი და პოლიტიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა.

ამჯერად იგი 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს ეხმაურება და წერ, რომ საქართველო არასოდეს დაეცემა:

„საქართველო არასდროს არ დაეცემა, სანამ ქრისტეს გზით ივლის. ასე დაგვიბარა ასი ათასმა შეწირულმა ჩვენმა ღირსეულმა წინაპარმა! ასი ათასი მოწამის მადლი ჰფარვდეს საქართველოს და ჩვენს ოჯახებს!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

ცნობისთვის, რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ ასი ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არა, ჩემი და არ ვარ... არც ტყუპისცალი მყავს, მე ვარ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „ბედნიერი მამა, შვილის ნათლობაზე...“ - ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის კადრები

🎥 „გართულებულია ურთიერთობები, შესაძლოა მოისმინოთ არასასიამოვნო ფრაზები ან კრიტიკა...“ - 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან