
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ორი 1/8 ფინალური წყვილი გაირკვა, რომლებიც თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ B ჯგუფი მოიგო და 1/8 ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა — მატჩი 29 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ B ჯგუფის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „სიეტლ საუნდერსი“ 2-0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა მეტოქის კარი აღება და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს
წყარო: lagazzetta.ge