ინდური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მორიგ საინტერესო რჩევას გვიზიარებს.
ამჯერად იგი წერს თუ რატომ გვთავაზობენ ყავასთან ერთად წყალს და როგორც არუნ ხათრი წერს, უმჯობესია ჯერ წყალი, შემდეგ კი ყავა დავლიოთ.
„რატომ ვსვამ წყალს ყავის დალევამდე?
შეგიმჩნევიათ, რომ ევროპის ბევრ კაფეში ყავის შეკვეთისას წყალსაც მოგიტანენ?
ამ ტრადიციას თავისი მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, ჰიდრატაცია:წყალი გვეხმარება ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით დილით, რამდენიმე საათიანი უჭმელობისა და წყლის მიუღებლობის შემდეგ.
გემოს შეგრძნება: წყალი პირის ღრუს ასუფთავებს და გვეხმარება ყავის ნამდვილი გემო უკეთ შევიგრძნოთ.
ყავა მჟავეა:ყავას აქვს ზომიერად მჟავე pH (დაახლოებით 4.5–5.5). წყლის მიყოლება პირის ღრუში ყავის ნარჩენების ჩამორეცხვას უწყობს ხელს.
ჯანსაღი ჩვევა: დაიწყეთ დღე წყლით და შემდეგ მიირთვით თქვენი საყვარელი ყავა.
დაიმახსოვრეთ, ყავა წყალს ვერ ჩაანაცვლებს.
ჯერ წყალი, შემდეგ ყავა!
თქვენ ყავამდე წყალს სვამთ?“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანია, საკუთარი ფიქრები აკონტროლოთ“ - თაკო მელიქიშვილი 22 ნოემბრის ენერგიებზე