Digest Logo

🎥 რატომ გვთხოვენ პასუხს იმის გამო, რაც რეალურად ჩვენი ვალდებულება არ არის?! - ალექსანდრე ჯეჯელავას 3 მთავარი რეკომენდაცია

1778225968
ალექსანდრე ჯეჯელავა

როგორ უნდა დააბალანსოს ძლიერმა ლიდერმა ურთიერთობა დასაქმებულთან და რატომ გვიწევს ხშირად იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რაც ჩვენი ვალდებულება არ არის? ამ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ „ფლო მასტერის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა.

ჯეჯელავა გამოყოფს სამ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ჯანსაღ სამსახურებრივ გარემოსა და მკაფიო საზღვრებს განაპირობებს:

„სამ რამეს გამოვყოფდი: ჯანსაღი მოლოდინები, ნებისმიერ რამეზე მნიშვნელოვანია.

მეორე არის დისციპლინა - ადამიანმა დღიდან დღემდე უნდა გააკეთოს კონკრეტული საქმე, ეს არ შეცვლილა.

მესამე არის მოტივაცია და საქმის სიყვარული, რომელიც გვიხალისებს ცხოვრებას.

ყოველი შემდეგი თაობა, წინა თაობის მიდგომებს აპროტესტებს. მამათა და შვილთა ბრძოლა კარიერულ კონტექსტშიც გამოიხატება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ევოლუციასთან გვაქვს საქმე.

შეუძლებელია, რომ ინტერნეტის სამყაროში იყოს ისეთი სამსახურებრივი რეალობა, როგორიც იყო იქამდე. უბრალოდ არ გამოვა. როგორ შეიძლება ადამიანმა დამატებით სამსახურზე უარი თქვას, თუ დრო და ინტერესი აქვს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორ ესესხა ფული წმინდა გიორგის ჩემმა შვილმა?“ - რას ჰყვება ნინი შერმადინი

⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„სულიერი ცხოვრების პროცესი არის ძალიან საინტერესო“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე