„რატომ იწყება მშობიარობა ყველაზე ხშირად ღამით?“ - ამის შესახებ მეან-გინეკოლოგი ნანა შუბითიძე საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
„ბევრ ორსულს მშობიარობა ღამით ეწყება, ეს კი შემთხვევითი არ არის.
ჩვენი ორგანიზმი ბიოლოგიური საათით ცხოვრობს, მშობიარობის პროცესსაც თავისი ცირკადული რიტმი აქვს.
ღამით იმატებს ძილის ჰორმონის მელატონინის გამომუშავება, რომელიც ოქსიტოცინთან ერთად მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში იწვევს საშვილოსნოს კუნთის შეკუმშვებს.
ოქსიიტოცინი კი ის ჰორმონია, რომელიც მშობიარობის დროს პასუხისმგებელია საშვილოსნოს შეკუმშვებზე. ამიტომ მშობიარობის დაწყება ხშირ შემთხვევაში ღამის და გამთენიის საათებში ფიქსირდება“, - ამბობს მეან-გინეკოლოგი ნანა შუბითიძე.
ნახეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რის ფასად მიჯდება ეს ყველაფერი, არავინ იცის“ – მარიამ სანოგო დედობაზე და კარიერაზე
🎥 „ღამე ველაპარაკები, მინდა ვთხოვო, რომ მაპატიოს...“- დათო კენჭიაშვილი გარდაცვლილ დედაზე