იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 45 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
რატომ რჩება მაღალი ქოლესტერინი წონაში კლების შემდეგ და როგორ ვუმკურნალოთ მას? - აღნიშნულ თემაზე კოტე თოდუა ახალ ვიდეოში საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.
„ზოგადად ქოლესტერინი გვჭირდება ორგანიზმში. ის მნიშვნელოვანია მემბრანისთვის. თუმცა მისი როლი ცუდი კუთხით დიდია სისხლძარღვების ფუნქციონირებისთვის. ის იჭედება სისხლძარღვებში და სისხლის გამტარობას უშლის ხელს. მან შეიძლება დააზიანოს ორგანოები, ტვინი, გული და ა.შ.
რა ამრავლებს ქოლსტერინს? - რა თქმა უნდა ხორცი, რომელიც მაღალი რაოდენობით ცხიმს შეიცავს. რძე და რძის პროდუქტები, ქოქოსის ზეთი, ასევე კვერცხი და მისი გული.
თუ ხედავთ, რომ ქოლესტერინი 200 ასცდა, საჭიროა მივხედოთ ორგანიზმს. პირველ რიგში ქოლესტერინის შველა შეგვიძლია დაბალანსებული და ჯანსაღი საკვებით, ბოჭკოვანი პროდუქტებით, რომელიც მას შეწოვის საშუალებას არ აძლევს. ასევე საუკეთესო გამოსავალია ვარჯიში“, - ჰყვება კოტე თოდუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით