ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბანანის სასარგებლო თვისებებზე წერს.
„ბანანი — მეტი, ვიდრე უბრალოდ ხილი
ხშირად გვგონია, რომ ჯანსაღი კვება რთულია, თუმცა ხანდახან ყველაზე მარტივი პროდუქტიც კი საოცრებებს ახდენს, თუ მას სწორ დროს მივიღებთ. მაგალითად, ბანანი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალიზმი?
მიუხედავად ნებისმიერი პროდუქტის სარგებლიანობისა, უნდა გვახსოვდეს მთავარი პრინციპი: ფუნქციური კვების გეგმის შედგენა და ხერხემლის გაჯანსაღების პროცესი ხდება მხოლოდ ინდივიდუალურად. ყოველი ორგანიზმი უნიკალურია. ის, რაც ეხმარება ერთს, შესაძლოა მეორისთვის ნაკლებად ეფექტური იყოს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი რეკომენდაცია უნდა ეფუძნებოდეს თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, ანამნეზსა და სხეულის სპეციფიკურ საჭიროებებს“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ნახეთ ფოტო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთი ტყუილად არავისთვის მიდის, ამის დრო არ აქვს“ - რას წერს გია მურღულია