Digest Logo

„ღმერთი ტყუილად არავისთვის მიდის, ამის დრო არ აქვს“ - რას წერს გია მურღულია

1778831790
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„რას გამოხატავს სიტყვა „შთაგონება“?

იმას, რაც შენზე არ არის დამოკიდებული და გარედან გეძლევა.
თუ უფრო დავაზუსტებთ - „ზემოდან“.

თუ შთაგონებას აღიარებ, შთამაგონებელიც უნდა აღიარო.

მოდით, ეს ლოგიკა გავაგრძელოთ:

თუ შთამაგონებელს აღიარებ, შთაგონების მიზანიც უნდა დაინახო.

რა შეიძლება იყოს ეს მიზანი?

მხოლოდ ის, რომ სამყარო თვითსრულყოფისკენ მიისწრაფვის და ამისთვის თავის ყველა ნაწილს (რომელიც, თავისთავად, მთელია) იყენებს.

შენ გეძლევა იდეა (მანამდე - ამ იდეის შეცნობის, გაცოცხლებისა და რეალიზების შესაძლებლობა), რათა შენი ცხოვრების კონკრეტული მიზანი საზოგადო სიკეთედ იქცეს.

შთაგონება დაძალება არ არის - ძლიერი მოტივაციის სახეა, რომელიც ადამიანს და მისი მეშვეობით სამყაროსაც უკეთესს ხდის.

შთაგონება ღმერთისა და ადამიანის სინერგიაა - გამაოგნებლად ძალმოსილი და მშვენიერი.
ის მხოლოდ მასთან მიდის, ვინც მზად არის - იდეა გაიგოს და განახორციელოს.

შთაგონება ზედმეტად კარგი და მნიშვნელოვანია, რომ კეთილ საქმედ არ იქცეს.

მეგობარო, შენ მზად ხარ, რომ გესტუმროს?

დაფიქრება და გარჯა გმართებს, რომ მოემზადო.

ღმერთი ტყუილად არავისთვის მიდის - ამის დრო არ აქვს“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ აჰყვებით უკანონო, მაცდუნებელ შემოთავაზებებს“ - 17 მაისის ახალმთვარეობა: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

⭕2026 წლის 16 მაისს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

⭕„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები