
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ამონარიდს ქადაგებიდან:
„როცა შენს გულში არაფერია - გარდა იესო ქრისტესი,
და ისიც ჯვარცმულისა,
მაშინ რა თქმა უნდა, შენში შიში გაქრება,
სამსჯავრო შენთვის აღარ არის საშინელი,
სასჯელსა აღარ შეხვალ,
შენ, მარადიული სიცოცხლე შენში გაქვს,
და ასეთი ადამიანი აღარ კვდება,
არამედ გადადის სიკვდილისაგან სიცოცხლეში,
- სიცოცხლე ვინ არის?!
- სიცოცხლე იესო ქრისტეა,
- ანუ, რას ნიშნავს ეს?!
- მე რომ გამოვალ სხეულიდან, გადავდივარ სიცოცხლეში,
ანუ ქრისტეში,
ქრისტე მიგიქვამს,
გულში ჩაგიკრავს,
მაგრამ ქრისტე, რომელიც შენ მიგიქვამს და გულში ჩაგიკრავს, როცა გამოხვალ სხეულიდან,
ამ ქრისტეს ჩვენ ხომ მანამდეც ვიცნობთ?!
ჩვენ ამ ქრისტეს მანამდეც ხომ უნდა ვიცნობდეთ?!
აბა, რისი ტაძარი ვართ?!
აბა, ვისი ტაძარი ვართ?!
ჩვენ ხომ მანამდე გვაქვს მასთან კომუნიკაცია?!
ჩვენ ხომ მანამდეც ვიცნობთ მას?!
და თუ მანამდე არ ვიცნობ,
თუ მანამდე კავშირი არ მაქვს,
თუ მანამდე მისი ერთგული არ ვარ,
თუ მანამდე ჩემი სუნთქვა მის სახელთან არ არის მიწებებული, თუ ჩვენ გულში იგი არ მკვიდრობს,
მაშინ გამოხვალ სხეულიდან და ქრისტე არ იქნება,
ხომ გვასწავლიან წმინდა მამები, რომ მარადისობაში, ანუ ქრისტეში გასასვლელი საკუთარი გულიდან არის?!“, - წერს მამა თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა