ფსიქოლოგთან მისვლა ხშირად გადამწყვეტი ნაბიჯია, მაგრამ თავად შეხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ცვლილება აუცილებლად მოხდება.
თერაპია სივრცეა, სადაც მთავარი სამუშაო ორმხრივი ჩართულობით, გულწრფელობითა და საკუთარი თავის მიმართ ცნობისმოყვარეობით მიმდინარეობს.
არსებობს შინაგანი პოზიციები და მოლოდინები, რომლებიც პროცესს თავიდანვე ბლოკავს და სასურველ შედეგამდე მისვლას აფერხებს.
როდის არ ღირს ფსიქოლოგთან მისვლა?
📍თუ მხოლოდ იმიტომ მიხვედი, რომ საკუთარი „განსაკუთრებულობა” დაამტკიცო: „მე ვერ მიშველის” „ჩემზე ეს არ იმოქმედებს”.
📍თუ მხოლოდ იმიტომ მიხვედი, რომ ფსიქოლოგში მშობლის ფიგურის პროექცია მოახდინო და წყენა მასზე გადაიტანო.
📍თუ იმიტომ მიხვედი, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ შენი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.
📍 თუ ცვლილება გინდა, მაგრამ არ გინდა დათმო ის ფსიქოლოგიური სარგებელი, რომელსაც არსებული მდგომარეობა გაძლევს.
📍 თუ ნებისმიერი მცდელობა, დაგანახვონ შენი წვლილი პრობლემის შენარჩუნებაში, პირად თავდასხმად აღიქმება.
📍 თუ ტანჯვა, შენი ცხოვრების საყრდენი კონსტრუქციაა და მზად არ ხარ მასზე უარი თქვა.
📍თუ მზად არ ხარ შენი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღო და სხვას არ დააკისრო.
📍 თუ თერაპიაში საკუთარი თავის სუბიექტად აღქმა არ გინდა და გირჩევნია იყო ობიექტი, რომელსაც უბრალოდ „რამე უნდა უქნან“.
📍თუ „ჯადოსნურ აბს” ელოდები ფსიქოლოგისგან.
📍თუ მხოლოდ მოწონებას და გამართლებას ეძებ.
📍თუ თერაპია შენთვის „ვალის მოხდაა” ვინმესთან ან „სოციალური იმიჯია”.
📍თუ ფსიქოლოგთან იმიტომ მიხვედი, რომ სხვა გინდა შეცვალო.
📍 თუ ფსიქოლოგთან მიდიხარ არა საკუთარი თავის გასაცნობად, არამედ იმისთვის, რომ უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენები საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ დაგიდასტუროს.
ცვლილებები ყოველთვის იწყება საკუთარი თავის მიმართ ინტერესის გაჩენის დროს. ფსიქოლოგთან მისვლა კარის შეღებას ჰგავს, მაგრამ შიგნით შესვლა და სივრცის შეცვლა მხოლოდ თავად შეგიძლია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა იცოდეს ქალმა მენოპაუზაზე და როგორ შეხვდეს პროცესს? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები
🎥 „არ აქვს მნიშვნელობა კაცი იცხოვრებს ქალის ხარჯზე თუ ქალი კაცის ხარჯზე“ - ტატა ჟორჟოლიანი