
კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემა, რომლითაც თავს იწონებს ყოველი მოზრდილი ადამიანი, დაბადებიდანვე ყალიბდება. როდის არის კუნთების სისუსტე ბავშვებში საყურადღებო? - აღნიშნულ საკითხზე ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი თეონა შათირიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს.
„კუნთების სისუსტე ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია და უმრვალეს შემთხვევაში არ არის სერიოზული სამედიცინო პრობლემა. კუნთის სისუსტე შეიძლება ბავშვმა იგრძნოს ვირუსული ინფექციის დროს, ფიზიკური დაღლის დროს, ემოციური სტრესის დროს და ა.შ.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ კუნთთა სისუსტეზე, რომელსაც მივყავართ გარკვეულ დიაგნოზამდე, გარკვეულ პრობლემამდე. ასეთი პრობლემები არც თუ იშვიათია ბავშვთა ნევროლოგიაში, თუმცა მანამ, სანამ პათოლოგიაზე ვილაპარაკებთ, აუცილებელია განვმარტოთ ეს ტერმინები.
ხშირად კუნთთა სისუსტე, ასევე ჰიპოტონია, კუნთების განლევა მსმენელისთვის თითქოს ერთი ტერმინია, მაგრამ ესენი აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებით გვხვდება. მაგალითად, კუნთთა სისუსტე არის ძალის დაქვეითება, რომელსაც ამ შემთხვევაში ბავშვი მაქსიმალურად გენერაციას უკეთებს ძალას და ჩვენ ვხვდებით, რომ მისი აქტიური კუნთის შეკუმშვა არც ისე კარგად გამოიყურება. მაგალითად, ხელის მოჭერის დროს“, - აღნიშნა თეონა შათირიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შოთა არველაძე - „შევთანხმდით, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება“
⭕„ღმერთმა დალოცოს მისგანვე დაბადებული სიცოცხლის იდუმალი მოგზაურობა...“ - რას წერს გია მურღულია?