როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე, რა მნიშვნელობა აქვს მის სწორ დროს დაშლას და რატომ არის სასურველი საახალწლო დეკორაციების სახლში დატოვება 17 თებერვლამდე - ამ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა ვრცლად ისაუბრა.
„ნაძვის ხის დადგმაც და აღების თემაც უკავშირდება რელიგიურ მომენტებს. ნაძვის ხე იდგმება 25 დეკემბრიდან, როდესაც ქრისტე იშვა. იდგმება სანამ ღმერთის გაცხადება არ ხდება, იგივეა ნათლისღება, შესაბამისად, ერთი ციკლი იხურება. ქრისტეს დაბადება გვამცნეს მოგვებმა. სამი მეფის დღესასწაულს შეიძლება გადააწყდეთ, მაგალითად, გერმანიაში, ესპანურ წყაროებში. 5-ში ან 6-ში იღებენ ნაძვის ხეს, კათოლიკური კალენდრით ასეა. მათთვის იგივეა, რაც 19 რიცხვი.
იმისთვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ბარაქა გვქონდეს და წელი წარმატებული იყოს, ბუნებრივი ნაძვის შემთხვევაში შეგვიძლია მალე ავიღოთ, რადგან ყავისფერი წიწვები და მათი ცვენა კარგი ნიშანი არ არის. თუ ნაძვის ხე ხელოვნურია, ამ შემთხვევაში ნიშანი შეიძლება იყოს სათამაშოების ან „წვიმების“ ჩამოყრა. ამ დროს უნდა გავიტანოთ ნაძვის ხე. თუ არაფერი ხდება, გავიტანოთ 19 რიცხვის შემდეგ.
ნაძვის ხის დაშლა უნდა დავიწყოთ ქვემოდან ზევით, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქეთი ოდიშელმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 იანვარს საქართველოში
🔵 „გაუშვი ის, რაც აღარ გჭირდება...“ - 14 იანვრის კოსმოსური ამბები